Digest Logo

ისტორიაში პირველად - მეცნიერებმა ადამიანის კანის უჯრედიდან აღებული დნმ-ის განაყოფიერება შეძლეს

1759319525
დნმ-ის განაყოფიერება შეძლეს

ამერიკელმა მეცნიერებმა, ადამიანის კანის უჯრედიდან ემბრიონის შექმნა ისტორიაში პირველად შეძლეს. მათ ადამიანის კანის უჯრედები სხვა ადამიანის სპერმით გაანაყოფიერეს და შედეგად ადამიანის ემბრიონი მიიღეს.

კვლევა ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტში ჩატარდა.

აქამდე რეპროდუქტოლოგია ქალის კვერცხუჯრედის კაცის სპერმით განაყოფიერებით შემოიფარგლებოდა, რის შედეგადაც ისახება ემბრიონი, 9 თვეში კი ბავშვი ჩნდება. ახლა მეცნიერები წესებს ცვლიან. მათ ადამიანის მთლიანი გენეტიკური კოდის შემცველი უჯრედი კანიდან აიღეს და დონორის კვერცხუჯრედში მოათავსეს, რომელიც მანამდე გენეტიკური მასალისგან დაცალეს.

ანალოგიური ტექნოლოგია 1996 წელს, პირველი კლონირებული ძუძუმწოვრის, ცხვარი დოლის შესაქმნელად გამოიყენეს. თუმცა ამ შემთხვევაში, ასეთი კვერცხუჯრედი განაყოფიერებისთვის მზად არ არის, რადგან უკვე შეიცავს ქრომოსომების სრულ ნაკრებს. ადამიანი 23-23 ქრომოსომას მშობლებისგან იღებს, ამ კვერცხუჯრედს კი უკვე ჰქონდა 46 ქრომოსომა. ამიტომ შემდეგ ეტაპზე სპეციალისტებმა კვერცხუჯრედს ქრომოსომების ნახევარი „დააკარგვინეს“ და მხოლოდ მერე გაანაყოფიერეს.

სწორედ ამ ეტაპზე დაფიქსირდა მეთოდის მთავარი პრობლემა. კვერცხუჯრედი შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს ქრომოსომებს, რომლებსაც დაკარგავს, რაც მომავალი ემბრიონის განვითარებას პრობლემებს უქმნის.

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც აქამდე შეუძლებლად ითვლებოდა. ეს ტექნოლოგია სრულყოფილებამდე უნდა მივიყვანოთ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ეს არის ის გზა, რომლითაც მომავალი წავა, იმიტომ რომ სულ უფრო მეტ მშობელს არ შეუძლია ბავშვების ყოლა“, - განაცხადა ორეგონის უნივერსიტეტის პროფესორმა შოუხრათ მიტალიპოვმა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ტექნოლოგია ძალიან დიდ სიზუსტეს მოითხოვს, ამიტომ მის პრაქტიკაში დანერგვას ათწლეულები დასჭირდება. ის უნაყოფობასთან ბრძოლაში ასაკოვან ქალებს დაეხმარება, რადგან ახალი სიცოცხლის ჩასახვისთვის არა კვერცხუჯრედის, არამედ ადამიანის სხეულის ნებისმიერი სხვა უჯრედის გამოყენება იქნება შესაძლებელი. ამასთან, მეთოდი დაეხმარება ერთნაირსქესიან წყვილებს გენეტიკურად ორივე მშობელთან დაკავშირებული ბავშვების ყოლაში.

ექსპერტები ამ მიღწევას შთამბეჭდავ გარღვევას უწოდებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ მეცნიერების ახალი შესაძლებლობები საზოგადოებასთან ღია დისკუსიებს საჭიროებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „რთულია, მაგრამ დაცემის შემდეგ წამოდგომა არ დაგეზაროთ“ - რას წერს გივიკო დიდია

⭕ ავარია ორთაჭალაში - ტრაილერი ქვეითს შეეჯახა

⭕ მიმდინარე კვირის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

წყარო: imedinews.ge