
იტალიაში დასრულდა მაფიის წინააღმდეგ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სასამართლო პროცესი, რომელიც 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საერთო ჯამში განაჩენი 200-ზე მეტ ადამიანს გამოუტანეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
საუბარია მაფიოზურ დაჯგუფებაზე „ნდრანგეტაზე“, რომელიც იტალიის სამხრეთ ნაწილში მოქმედებს. საერთო ჯამში პროცესზე 338 ადამიანი ფიგურირებდა. მათ 400-ზე მეტ პუნქტზე ბრალი წაუყენეს, მათ შორის ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობაზე, გამოძალვასა და მაფიოზურ სტრუქტურებთან კავშირისთვის.
საბოლოოდ სასამართლომ 131 ადამიანი გაამართლა, ხოლო 207-ს საერთო ჯამში 2000 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ყველაზე სერიოზული სასჯელი „ნდრანგეტას“ ორ წამყვანს წევრს - სავერიო როციოანლემ და დომენიკო ბონავოტეს - 30-30 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე 11- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პარლამენტის ყოფილი წევრს ჯანკარლო პიტელის.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: