Digest Logo

იტალიური მოდის სახლის, Dolce & Gabbana-ს შემოქმედებით მემკვიდრეობას, პარიზი მასპინძლობს

1736918301
 Dolce & Gabbana

სხვადასხვა დროს ხელით შექმნილი Dolce & Gabbana-ს 200-მდე სამოსი, პარიზის Grand Palais-ს საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი, - იუწყება Wallpaper-ი.

„გულიდან ხელს“ - გამოფენის სახელწოდება ზუსტად ასახავს Dolce & Gabbana-ს მემკვიდრეობის შექმნის მთავარ იდეას იტალიური მოდის სამყაროსთვის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა Dolce & Gabbana-თვის. ისინი ყოველთვის წარმოადგენდნენ თავიანთ კოლექციებს იტალიაში, მილანში და ისეთ ადგილებში, რასაც ეძღვნება ხშირად მათი შემოქმედება. პარიზში კი აქამდე არასდროს წარმოუდგენიათ“, - განაცხადა გამოფენის კურატორმა ფლორენს მიულერმა.

თითოეული ექსპოზიცია თემების მიხედვით განასახიერებს იტალიის ისტორიის პერიოდს, გეოგრაფიულ არეალსა და კულტურულ მახასიათებლებს.

გამოფენა პარიზში 31 მარტამდე გაგრძელდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი 2025 წელს თავის მეორე ნახევარს შეხვდება

🎥 „რატომაც არა!“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 4 ნიშანი, როლებსაც 2025 წელს გლობალური ტრანსფორმაცია ელოდება