თეთრი სახლის პრესმდივნის კარინ ჟან-პიერის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი კოვიდდადებითია.
კარინ ჟან-პიერის თქმით, იმის გამო რომ პირველი ლედი კოვიდდადებითი, საჭიროებამ მოითხოვა, თეთრი სახლის ლიდერისთვის კორონავირუსზე ტესტირება ჩაეტარებინათ.
„მას არ აქვს რაიმე სიმპტომი. ტესტზე პასუხი უარყოფითია. წყვილი ერთად იმყოფებოდა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ტესტის ჩატარება“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა და დასძინა, რომ პრეზიდენტი ნიღაბს იკეთებს.