მრავალწლიანი დავის შემდეგ ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟიმ დიდი ბრიტანეთის ციხე დატოვა. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
ასანჟი პატიმრობიდან აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმების საფუძველზე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან წაყენებული ბრალი აღიარა.
მედიასაშუალების ცნობით, ასანჟი ბელმარშის ციხიდან აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც იგი ავსტრალიაში გაფრინდა.
ცნობისთვის, 47 წლის ჯულიან ასანჟიმ, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, სახელი გაითქვა, როგორც ორგანიზაცია WikiLeaks-ის დამფუძნებელმა მას შემდეგ, რაც 2010 წელს ამ ორგანიზაციის ვებსაიტზე ასიათასობით გასაიდუმლოებული დოკუმენტი გამოქვეყნდა: აშშ-ის დიპლომატებს შორის კერძო საუბრები და მსოფლიოს ლიდერებისა თუ პროცესების შესახებ მათი გულწრფელი შეხედულებები, ინფორმაცია სამხედრო ოპერაციებზე ავღანეთსა და ერაყში. ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის ინფორმაციის გაჟონვა, რამაც აშშ-ის დიპლომატიას დიდი უხერხულობა შეუქმნა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ 25 ივნისი მეზღვაურის საერთაშორისო დღეა