ზურიკო დავითაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშისგან გამოწვეულ ემოციებზე ისაუბრა.
„ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველასთვის საოცნებოა და მათ შორის, ჩემთვისაც. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ და ჰიმნი ჟღერს – ერთ-ერთი გამორჩეული შეგრძნებაა საფეხბურთო კარიერაში.
სავსე ტრიბუნების წინ არაერთხელ გვითამაშია, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე განსხვავებული გარემოა და ყველა დეტალი განსაკუთრებულია. გულშემატკივრების მხარდაჭერა და ის ემოცია, რაც მათი მხრიდან მოდის, ძალას და ენერგიას გვმატებს“, – განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ცნობილია, ვის ჰქონდა მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ ჯადოქრის ნიღაბი მორგებული - ნახეთ, კადრები
⭕„წარმატებები ჩვენს ბიჭებს და მადლობა ყველაფრისთვის“ - რა ფოტოს აქვეყნებს ცოტნე ივანიშვილი
წყარო: 1tv.ge