Digest Logo

კაილი ჯენერს ყოფილმა დამლაგებელმა უჩივლა - ეს ბოლო შვიდი თვის განმავლობაში უკვე მეოთხე სარჩელია

1794411481
კაილი ჯენერი

ამერიკელ მილიარდერსა და ბიზნესლედი კაილი ჯენერს ყოფილი სახლის დამლაგებელი სასამართლოში უჩივის.

ეს უკვე მეოთხე მსგავსი სარჩელია, რომელიც ცნობილი ვარსკვლავისა და მისი გუნდის წინააღმდეგ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ლოს-ანჯელესის სასამართლოში შევიდა. ახალი ბრალდებები სამუშაო პირობების დარღვევასთან ერთად, საკმაოდ მძიმე ინციდენტებსაც მოიცავს.

ლოს-ანჯელესის უმაღლეს სასამართლოში შესული სარჩელის მიხედვით, ყოფილი სახლის დამლაგებელი, დინორა კაროლინა კაბრია ამაია (Dinora Carolina Cabria Amaya) კაილი ჯენერს, მის კომპანიებსა და მენეჯმენტის წევრებს დისკრიმინაციაში, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებაში, შრომითი უფლებების დარღვევასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.

სარჩელში წარმოდგენილი დეტალებიდან რამდენიმე განსაკუთრებით სკანდალური ეპიზოდი იკვეთება:

გარდერობში ჩაკეტვის ინციდენტი: მოსარჩელის თქმით, მას დაევალა კაილი ჯენერის მასშტაბურ საგარდერობო ოთახში შესვლა სპეციალური კოდით, რა დროსაც შიგნით გაიჭედა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. როგორც სარჩელშია აღნიშნული, როდესაც საშველად მენეჯერს, ლორა დულის დაუკავშირდა, ამ უკანასკნელმა სიცილითა და დაცინვით უპასუხა და ურჩია, დალოდებოდა, სანამ სახლში ვინმე მივიდოდა. დამლაგებელი ჩაკეტილ სივრცეში, პანიკური შეტევის ფონზე, ერთ საათზე მეტხანს იმყოფებოდა.

ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტები: ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ 2025 წლის სექტემბერში, უჯრების დალაგებისას, მის სახეში წიწაკის სპრეის ბალონმა გაჟონა, ხოლო ოქტომბერში ძაღლის სახლის დასუფთავებისას კაილი ჯენერის ძაღლმა უკბინა. მისი მტკიცებით, არცერთ ამ შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო ან ფიზიკური დახმარება არ მიუღია.

ფინანსური და შრომითი დავები: სარჩელის მიხედვით, მას არ უხდიდნენ ზეგანაკვეთურ საათებს და არ უნაზღაურებდნენ ჯენერის სხვადასხვა ქონებას შორის გადაადგილების ხარჯებს. იგი 2026 წლის თებერვალში მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ხელმძღვანელობასთან კითხვები დასვა იმის შესახებ, თუ რატომ უნაზღაურებდნენ მგზავრობის ხარჯებს სხვა თანამშრომელს და მას - არა.

დაცვის მხარის პოზიცია:

კაილი ჯენერის ადვოკატმა, მაიკლ როუდსმა ბრალდებები მკაცრად უარყო და განაცხადა, რომ საქმე უსაფუძვლო პრეტენზიებს ეფუძნება. მისი თქმით, ყველა ეს სარჩელი ერთი და იმავე იურისტის მიერაა ინიიცირებული და მიზნად მედიის ყურადღების მიქცევასა და ფინანსური კომპენსაციის გამოძალვას ისახავს. ჯენერის იურიდიული გუნდი აცხადებს, რომ ბრალდებებს სასამართლოში აქტიურად დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე მსგავსი სარჩელია: აპრილსა და ივნისში კაილი ჯენერის წინააღმდეგ მსგავსი დავები მისმა ყოფილმა დამლაგებლებმა და ყოფილმა პირადმა მზარეულმაც წამოიწყეს (რომლებიც ორსულობის დისკრიმინაციასა და მძიმე სამუშაო პირობებს უჩიოდნენ). ყველა ამ საქმის უკან ერთი და იგივე იურიდიული წარმომადგენელი დგას. სასამართლო განხილვები და მოსმენები მომავალი წლისთვის არის ჩანიშნული.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ ქარიშხალ „ჩარლზის“ გამო პორტუგალიაში 200-ზე მეტ ავიარეისი გააუქმეს, სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა

⭕ როდის არის ცუდი განწყობა დეპრესია? - ფსიქიატრ ნანა ფიფიას განმარტება

⭕ რა არის ვიტილიგო, იკურნება თუ არა ის და რა უნდა ვიცოდეთ თანამედროვე მკურნალობის მეთოდებზე

წყარო: www.rollingstone.com

✕