კამერუნის პრეზიდენტის შვილმა, ბრენდა ბიამ Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ბრაზილიელ მოდელ ქალს, ლაიონს ვალენსას ტუჩებში კოცნის. 26 წლის ბრენდამ პოსტში ბრაზილიელ მოდელს სიყვარული აუხსნა. ინფორმაციას NExta Live ავრცელებს.
კამერუნში ერთსქესიანი კავშირები სისხლის სამართლის დანაშაულია და 5 წლამდე პატიმრობით ისჯება. მაგრამ პრეზიდენტის შვილს ეს არ ემუქრება - ის შვეიცარიაში ცხოვრობს. მამამისი, პოლ ბია კამერუნის სათავეში უკვე 42 წელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საქართველოში ყველაზე ლამაზი“ - ნახეთ, ანუკი არეშიძის ახალი ფოტოები