![კანიე უესტი კანიე უესტი](https://digest.ge/uploads/files/2024/04/07/51837/kanie-uesti_w_h.jpeg)
ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი და რეპერი, კანიე უესტი წიგნის დაწერას აპირებს - რეპერი ნამუშევარს მეუღლეს მიუძღვნის.
უესტი ამჟამად თავისი მოდისა და მუსიკალური ინდუსტრიების ხელახლა აშენებაზე მუშაობს მას შემდეგ, რაც 2022-2023 წლებში, მისი ანტისემიტური კომენტარების გამო, აღნიშნული იმპერიები ჩამოეშალა.
რეპერთან თანამშრომლობა გაწყვიტეს კომპანიებმა: „გეფი”, „ადიდასი”, „ბალენსიაგა”, ასევე მისმა აგენტებმაც.
დაიბლოკა მისი პირადი სოციალური გვერდები. შედეგად, როგორც გასული წლის თებერვალში თავადვე განაცხადა, ყოფილი მილიარდერი თითქმის გაკოტრდა.
რამდენიმე დღის წინ უესტი კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, როცა გრემის 67-ე ცერემონიის წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად წარდგა, რომელსაც შიშველ ტანზე სრულად გამჭვირვალე კაბა ეცვა.