Digest Logo

„კანონიერი ქურდი“ ლევან აბულაძე დააკავეს

1630581689
ლევან აბულაძე

ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლევან აბულაძე მეტსახელად „ლევან სუხუმსკი“ ბარსელონის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

აბულაძე 2020 წელს რუსეთის ქალაქ ვლადიმერის სასამართლოდან გაიქცა. ის ბარსელონაში იმ მომენტში დააკავეს, როდესაც ესპანეთში ყალბი პასპორტით შესვლას ცდილობდა.

„ლევან სუსხუმკი“ ერთი წლის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა. ლევან აბულაძეს რუსეთში ბრალი ედება „დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლესი პოზიციის დაკავების“ მუხლით.

მანამდე ლევან სუხუმსკიმ ციხეში 4 წელი გაატარა, ის ნარკოტიკებით ვაჭრობისა და საბუთების გაყალბებისთვის იყო გასამართლებული. ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა „ლევან სუხუმსკის“ ექსტრადირება რუსეთში, თუ მას ესპანეთში გაასამართლებენ.