Digest Logo

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ვულკანი კვლავ გააქტიურდა - რა საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო?

1775708489
ვულკანი იაპონია

იაპონიის სანაპიროსთან, ოკეანის ფსკერზე მდებარე კიკაის კალდერა - დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვულკანი კვლავ მაგმით ივსება. კობეს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა რობოტებისა და სეისმური აპარატურის დახმარებით დაადგინა, რომ ვულკანის ქვეშ არსებული გიგანტური რეზერვუარი ახალი მაგმით მარაგდება. 

მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ის, რომ კამერაში არსებული მასა არ არის ძველი ამოფრქვევის ნარჩენი. ეს არის სრულიად ახალი მაგმა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვულკანური სისტემა „ცოცხალია“ და ემზადება მომავალი აქტივობისთვის.

იაპონელმა მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი მოდელი, რომელიც აანალიზებს მაგმის დაგროვების ტემპს და კამერის შიდა წნევას. ეს მოდელი საშუალებას იძლევა გავიგოთ:

🚩 როგორ იცვლება ვულკანის ზედაპირის დეფორმაცია მაგმის მოწოლისას?

🚩 რა კრიტიკულ წერტილამდე შეიძლება მივიდეს წნევა ამოფრქვევის დაწყებამდე?

კვლევის უმთავრესი პრაქტიკული ღირებულება პროგნოზირების სიზუსტეა. გიგანტური ვულკანების (სუპერვულკანების) ამოფრქვევა გლობალურ კატასტროფას ნიშნავს, ამიტომ მაგმის მოძრაობის ადრეულ ეტაპზე დაფიქსირება კაცობრიობას აძლევს დროს პრევენციული ზომების მისაღებად.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ 7300 წლის წინანდელმა ამოფრქვევამ გაანადგურა ჯომონის კულტურა სამხრეთ იაპონიაში. ახალი კვლევა გვეხმარება იმის გააზრებაში, რომ ასეთი მასშტაბის მოვლენები განმეორებადია და მათზე დაკვირვება უწყვეტ რეჟიმშია საჭირო. 

ფოტო: ილუსტრაცია

ვრცლად