
ჯეფ ბეზოსის Blue Origin-მა კოსმოსს მიაღწია და 11-წუთიანი ფრენის შემდეგ, კარმანის ხაზი - სიმაღლე ზღვის დონიდან, რომელიც პირობითად ითვლება დედამიწის ატმოსფეროსა და კოსმოსს შორის საზღვრად [ასევე, არის სახელმწიფოების საჰაერო სივრცის საზღვარი] გაიარა.
1963 წლის საბჭოთა მისიის შემდეგ, ეს იყო ქალთა პირველი ექსპედიცია. ბორტზე, სულ, ექვსი ქალი იმყოფებოდა:
ამერიკელი მომღერალი და ავტორი კეტი პერი, „ამაზონის“ დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი, CBS-ის წამყვანი გეილ კინგი, მეცნიერი აიშა ბოუ, სამოქალაქო აქტივისტი ამანდა ნგუენი და კინოპროდიუსერი კერიან ფლინი.
„არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ფემინურობა და ტექნოლოგიური გამოცდილება სხვადასხვა ორბიტაზე უნდა არსებობდეს,“ - აცხადებდნენ ეკიპაჟის წევრები. ფრენამდე, მათ მოუწიათ მოსამზადებელი პერიოდის გავლა, მათ შორის, ნულოვანი გრავიტაციის სიმულაციების და მედიტაციების სესიის.
კეტი პერი, ოფიციალურად, პირველი მომღერალი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა.
Blue Origin ავტონომიური რაკეტაა, რომელსაც პილოტი არ სჭირდება. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, ცნობილი მომღერალი და მისი თანაგუნდელები, კარის გაღების მოლოდინში, კაფსულაში რჩებოდნენ.
„მათ, უკვე, იგრძნეს მყარი მიწა ფეხქვეშ“, - წერს BBC.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მომღერალი კეტი პერი კოსმოსში მიფრინავს - ბორტზე მხოლოდ ქალები იქნებიან
⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
🎥 ნუკი კოშკელიშვილი პიკანტურ კადრებს აქვეყნებს - „უნაკლო გოგო“