საიდუმლო არავისთვისაა, რომ ფანები კეტი პერისა და ჯასტინ ტრიუდოს საკმაოდ უცნაურ წყვილად მიიჩნევდნენ. თუმცა, 8 ივნისს წყვილმა პირველი საჯარო გამოჩენით ყველა ეჭვი გაფანტა. 41 წლის პოპ-ვარსკვლავი, კეტი პერი და კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 54 წლის ჯასტინ ტრუდო, ნიუ-იორკში, Tribeca-ს კინოფესტივალზე გამოჩნდნენ. ისინი მთელი საღამოს განმავლობაში ვერ წყვეტდნენ ერთმანეთს მზერას და გრძნობებს საჯაროდაც არ მალავდნენ, რითაც ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ერთად არიან.
წყვილი ფოტოგრაფების წინაშე თამამად პოზირებდა, ერთმანეთს თვალს ვერ წყვეტდნენ და ხელს არ უშვებდნენ, რითაც საზოგადოებას აჩვენეს, რომ თავს აბსოლუტურად ბედნიერად გრძნობენ.
როგორც გამოცემა Hello! წერს, აქამდე წყვილი ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდა. მედიაში მათ შესახებ მხოლოდ პაპარაცული ფოტოები ვრცელდებოდა, რომლებიც მათ ფარულ შეხვედრებს ასახავდა. კინოფესტივალზე ერთობლივი გამოჩენით კი კეტიმ და ჯასტინმა საზოგადოებას აჩვენეს, რომ დამალვის პერიოდი დასრულდა და ისინი თავს აბსოლუტურად ბედნიერად გრძნობენ.
ცნობისთვის, კეტი პერი მანამდე დაქორწინებული იყო მსახიობ ორლანდო ბლუმზე, რომელთანაც საერთო შვილი, ქალიშვილი დეიზი ჰყავს.

რაც შეეხება ჯასტინ ტრიუდოს, მანამდე 18 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული სოფი ტრუდოზე. წყვილმა განქორწინების შესახებ 2023 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მათ სამი შვილი – ქსავიე, ელა-გრეისი და ჰადრიენი შეეძინათ.
თუმცა, როგორც ჩანს, კეტიმ მზრუნველი დედინაცვლის როლი შესანიშნავად მოირგო, ჯასტინის ვაჟი, ქსავიე კი მისი მხარდაჭერისთვის მადლიერია.
ქსავიემ, რომელიც დამწყები მუსიკოსია, პოდკასტში Can't Be Censored გაამხილა: „როდესაც რომელიმე სიმღერა ძალიან მომწონს, მას ვუგზავნი. ის ყოველთვის სიხარულით მეხმარება რჩევებით ან მეუბნება, რა უნდა შევცვალო“.



