Digest Logo

კრიშტიანუ რონალდუს ჟესტი „კოკა-კოლას“ 4 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა

1623849414
კრიშტიანუ რონალდუ

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია და ყველასთვის ცნობილია მისი მოსაზრება გაზიანი გამაგრილებელი სასმლის შესახებ.

რონალდუმ სამშაბათს, ევრო 2020-ის პრესკონფერენციისას  კოკა-კოლას ბოთლები გვერდზე გასწია და წყლის ბოთლით ჩაანაცვლა. 

„ამ ფაქტის შემდეგ კოკა-კოლას საბაზრო ღირებულება 242 მილიარდი დოლარიდან 238 მილიარდ დოლარამდე დაეცა“, - ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ წერს.

გამოცემის ცნობით, კომპანია Coca-Cola ევრო 2020 – ის ერთ – ერთი ოფიციალური სპონსორია, რომელმაც 36 წლის ფეხბურთელის ჟესტს უპასუხა.

„ყველა სასმელი აქვს თავისი უპირატესობა, განსხვავებული გემოვნებისა და საჭიროებების მქონე ადამიანებში“, - ნათქვამია განცხადებაში.