ლაიონელ რიჩი ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და მუსიკოსია. იგი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ შემსრულებელია, რომლის ალბომებიც მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ტირაჟითაა გაყიდული.
შაბათს, 29 აგვისტოს გამართულ კონცერტზე, მუსიკოსს ბოლო სიმღერის, All Night Long-ის შესრულებისას ფეხზე დგომა გაუჭირდა და დამხმარე გუნდს სკამი სთხოვა, რათა შოუ დამჯდარს დაესრულებინა.
მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია. 77 წლის ლეგენდარულმა მუსიკოსმა კლინიკას საკუთარი გადაწყვეტილებით, სიფრთხილის გამო მიმართა.
ექიმების ვარაუდით, შეუძლოდ ყოფნის მიზეზი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია) გახდა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისში მუსიკოსმა მინესოტაში გამართული კონცერტიც ნაადრევად შეწყვიტა თავბრუსხვევის გამო, რის შემდეგაც ექიმების რეკომენდაციით ორი შოუ გადადო. ამ ეტაპზე მისი მომდევნო კონცერტი 26 სექტემბერს, სან-ფრანცისკოშია დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბევრი წარმატება და სიხარული შენ, მიყვარხარ“ - გურამ ლომიძე რჩეულს დაბადების დღეს ულოცავს