
ლოს-ანჯელესში სახლი გაძარცვეს, რომელიც ცნობილ ჰოლივუდელ ვარსკვლავს, ბრედ პიტს ეკუთვნის. თავად პიტი ამ დროს ლონდონში იმყოფებოდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, სახლში სამი მძარცველი შევიდა. ისინი ღობეზე გადაძვრნენ და ფანჯრიდან სახლში შეაღწიეს. შემდეგ კი ქურდები ნაძარცვი ნივთებით მიიმალნენ.
ამჟამად პოლიცია მათ ეძებს.
კონკრეტულად რა არის მოპარული ბრედ პიტის სახლიდან და რა თანხაზეა საუბარი, უცნობია.
ბრედ პიტი რამდენიმე დღის წინ ლონდონში ჩავიდა, სადაც ახალი მხატვრული ფილმის, „ფორმულა 1“- ის პრემიერაზე იმყოფებოდა.
ბოლო დროს ჰოლივუდელი ვარსკვლავების სახლების ძარცვა ლოს-ანჯელესში სულ უფრო ხშირად ხდება. რამდენიმე თვის წინ ქურდებმა ნიკოლ კიდმანის და კიტ ურბანის სახლი გაძარცვეს.