Digest Logo

ლუის ენრიკეს განცხადებით, ჯანლუიჯი დონარუმასთან მუშაობა აღარ სურს

1755061514
ლუის ენრიკე

უეფას სუპერთასის მატჩის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ იტალიელ მეკარესთან, ჯალუიჯი დონარუმასთან ერთად მუშაობა აღარ სურს.

ლუის ენრიკემ იტალიურ გამოცემა Sky Italia-სთან განმარტა, რომ დონარუმას გუნდიდან გარიცხვის გადაწყვეტილება თავად მიიღო და ეს სპორტული მიზეზებით იყო განპირობებული.

„დონარუმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და, ამასთან, შესანიშნავი ადამიანია. მაგრამ ასეთია მაღალი დონის ფეხბურთელის ცხოვრება.

ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვიღებ პასუხისმგებლობას გაკეთებულ არჩევანზე. გადაწყვეტილება დაკავშირებულია მეკარის სათამაშო სტილთან“, – აღნიშნა ლუის ენრიკემ.

ბოლო ინფორმაციით, დონარუმას შეძენით ინგლისური გუნდები – „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არიან დაინტერესებულნი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „უკრავს მამა, ცეკვავს შვილი... ეს არის ოჯახი“ - ნოე სულაბერიძის ახალ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

🎥 „საფულეში არ შეინახოთ სურათები, ჩეკები, წამლები“ - რას ამბობს თაკო მელიქიშვილი

წყარო: 1tv.ge