
ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა და მისი საუდის არაბეთში ტრანსფერი ივარაუდა.
„თქვენ გგონიათ, მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს ოსიმენი? მაშინ მე წინასწარ გეტყვი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წავა საუდის არაბეთში. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, არაბეთში არ წავა, ხვიჩა წავა რეალში, ბავარია, ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, ამ გუნდებს სიტყვაზე გეუბნებით. ხვიჩას სხვა გემოვნება და სხვა ცხოვრებისეული ტვინი აქვს. ხვიჩას სურს, რომ სულ ზემოთ იყოს და ასეც იქნება“,- მამუკა ჯუღელი.
ნიგერიელმა თავდამსხმელმა ინსტაგრამ სთორიში საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მამუკა ჯუღელის განცხადებას ეხმაურება და მას ბინძურს და სამარცხვინოს უწოდებს.
„ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ხარ. შენი მსჯელობის უნარის გამო მრცხვენია. რეგვენო! ჩემი სახელი აღარ ახსენო“, - დაწერა ოსიმენმა.
🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ღორის გრიპი, ანუ H1N1 არც არსად წასულა...“- რას წერს მაია ბუწაშვილი გავრცელებულ სეზონურ ვირუსზე
„ჩვენს ბიჭს გაუმარჯოს, ჭოხო“- ნატო გელაშვილის შვილიშვილი იუბილარია