Digest Logo

მაქსიმ გალკინმა რუსეთის უმაღლეს სასამართლოში „უცხოელი აგენტის“ სტატუსის ჩამორთმევაზე მიღებული უარი გაასაჩივრა

1722319822
მაქსიმ გალკინი

რუსმა კომიკოსმა და მსახიობმა მაქსიმ გალკინმა „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მოხსნის მოთხოვნაზე მოსკოვის სასამართლოში მიღებული უარი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ცნობისთვის, მანამდე, გალკინის საჩივარი არ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო სასამართლომ

„უზენაესმა სასამართლომ მიიღო მაქსიმ ალექსანდრეს ძე გალკინისგან საჩივარი პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით“, - წერს TASS რუსეთის უმაღლეს სასამართლოზე დაყრდნობით.

ინფორმაციისთვის, 2022 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რუსი კომიკოსი მაქსიმ გალკინი „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადა.

რუსეთში აცხადებენ, რომ კომიკოსი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ამისთვის ფულს უკრაინიდან იღებს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, მაქსიმ გალკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქების დაბომბვა და მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლა სწორედ კრემლის ბრძანებით ხდებოდა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ

⭕„რაც არ უნდა გავასაჩივრო, სამწუხარო ის არის, რომ რისთვისაც ვიბრძვი - ოლიმპიური მედალი, მე არ შემხვდება“ - სანდრო ბაზაძე

⭕ „რა პატარები იყვნენ ჩემი გოგოები, დრო სწრაფად გარბის“ – გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕„უსაყვარლესი ადამიანი“ - სალომე ბაკურაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

წყარო: newshub.ge