Digest Logo

Mattel-მა უიტნი ჰიუსტონის ბარბი გამოუშვა

1786519548
ბარბიბარბიბარბიბარბი

კომპანია Mattel-მა პატივი მიაგო უიტნი ჰიუსტონის მუსიკალურ მემკვიდრეობას და მას საკოლექციო თოჯინა მიუძღვნა.​ Mattel-ის გუნდმა საფუძვლად ჰიუსტონის იმიჯი 1987 წლის კლიპიდან I Wanna Dance With Somebody აიღო.

კომპანია თოჯინაზე მომღერლის რძალთან და მისი მემკვიდრეობის მმართველთან, პეტ ჰიუსტონთან, ასევე მუსიკალურ კომპანია Primary Wave Music-თან ერთად მუშაობდა.

უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის თებერვალში, 48 წლისა გარდაიცვალა. მისი ცხედარი ბევერლი-ჰილზის სასტუმროს ნომერში „გრემის“ 54-ე დაჯილდოების ცერემონიის წინა დღეს იპოვეს.