Digest Logo

მელ გიბსონი „ქრისტეს ვნებანი“-ს პრიქველს გადაიღებს

1772351824
ქრისტეს ვნებანი

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელ გიბსონი „ქრისტეს ვნებანი“-ს პრიქველის გადაღებას აპირებდა. დღეს კი დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილმში განვითარებული სიუჟეტის გაგრძელებას აუცილებლად ვიხილავთ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ქრისტეს ვნებანი“-ში მონაწილე არცერთი მსახიობი არ მიიღებს მონაწილეობას ფილმის გაგრძელებაში.

„ქრისტეს ვნებანი“ 2004 წელს გამოვიდა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ისედაც მძიმე სიუჟეტი, გადმოცემული კიდევ უფრო მძიმე კადრებით, ბევრი ადამიანისთვის ზედმეტად ემოციურიც გამოდგა.

ამ წლების განმავლობაში რამდენიმე სკანდალიც დაუკავშირდა როგორც ფილმს, ისე მელ გიბსონს, რომელსაც ანტისემიტიზმში, ჰომოფობიაში და მიზოგინიაშიც კი ადანაუშაულებდნენ.

ახალ ფილმზე მუშაობა რომში დაიწყო, სადაც მსახიობებს ხვდებიან.

„ქრისტეს ვნებანი“-ს პრიქველი ორ ნაწილად გამოვა და ორივე ფილმი დღის სინათლეს 2027 წელს იხილავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გაუშვით ის, რაც აღარ გეკუთვნით…და ადგილი დაუთმეთ ახალს“ - მთვარის სრული დაბნელება:რეკომენდაციები

🎥 „ჩვენი საამაყო...“ - თამო ვაშალომიძის ახალი კადრები მილანის მოდის კვირეულიდან

⭕„დაწყებული საქმეების რეზულტატები მრავლდება...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

წყარო: www.beaumonde.ge