Digest Logo

🎥 „სიყვარულის დროა, ასეთი პერიოდი თვეში ერთხელ გვაქვს“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1795419857
მიხეილ ცაგარელი

22 ნოემბერს მზე მშვილდოსნის ნიშანში გადავიდა. დაიწყო მშვილდოსნების, ვერძების და მერწყულების დრო. 

მიმდინარე კვირა ყველასთვის კარგია, ასეთი კვირა თვეში ერთხელ გვაქვს. დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის, რაც ხელს უწყობს ურთიერთგაგებას, გამოჯანმრთელების პროცესი მარტივად წავა. 

სამშაბათს, 24 ნოემბერს გვაქვს სავსემთვარეობა მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქურ ღერძზე. მთვარე ჩვენი ემოციაა, რომელიც ქვეცნობიერს მართავს, ამიტომ სახიფათო ენერგიები მოდის. ადამიანი ხდება მგრძნობიარე და ემოციური, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. 

გეომაგნიტური დღე: სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი.

ხუთშაბათს პლანეტა მარსი გადადის ქალწულის ნიშანში. ეს გვაძლევს არნახულ შრომისუნარიანობას, სიზარმაცის სურვილი ნაკლებად გექნებათ. 

ვერძი - გამოცოცხლდებით, ყოველდღე იგრძნობთ ენერგიის მომატებას, განწყობაც გაგიუმჯობესდებათ და იღბალიც თქვენს მხარეს გადმოვა. იაქტიურეთ, საუკეთესო დროა მგზავრობა-მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისთვის.

კურო - მნიშვნელოვანი საკითხები ამ კვირაში მოასწარით! შემდეგი კვირიდან თქვენი ენერგოტონუსი შემცირებას დაიწყებს. კარგი შანსები გაქვთ კარიერულ განვითარებაში, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაც შესაძლებელია. დაეყრდენით ინტუიციას.

ტყუპები - ეს ნიშანი ხდება აქტიური, ინიციატივიანი, ენერგიული, ცნობისმოყვარე. საუკეთესო დროა პარტნიორული ურთიერთობისთვის, გინდათ პირადი, ისე საქმიანი კუთხით. შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად საუკეთესო დროა. იაქტიურეთ, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.

კირჩხიბი - მნიშვნელოვანი საკითხები ამ კვირაში მოასწარით, რადგან შემდეგი კვირიდან თქვენი ენერგოტონუსი დაეცემა. შევედრები, მოლაპარაკებები იქნება წარმატებული მიმდინარე კვირაში. კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან დაამყარეთ კარგი ურთიერთობა.

ლომი - აშკარად გამოცოცხლდებით! ამბიცია ცხრება, გრძნობთ, რომ იღბალი თქვენს მხარეს იქნება, ურთიერთგაგება მოიმატებს. ლომს სიყვარულის პერიოდი აქვს, საუკეთესო პერიოდია პარტნიორული ურთიერთობისთვის, ქორწინებისთვის.

ქალწული - მარსი თქვენს ნიშანში შედის, ამიტომ თუ დროს წვრილმანებში დახარჯავთ, ეს ხელს შეგიშლით. მოასწარით მნიშვნელოვანი საქმეები ამ კვირაში, მოაგვარეთ პრობლემები. გაქვთ შანსი ყურადღების ცენტრში მოექცეთ. საქმიანი თანამშრომლობის დროა.

სასწორი - დამშვიდდებით, იგრძნობთ კეთილგანწყობას, მოდის კონტაქტების, მოლაპარაკებების, ახალი ადამიანების გაცნობის დრო. საუკეთესო დროა მგზავრობა-მოგზაურობისთვის, მოლაპარაკებისთვის, პარტნიორული ურთიერთობებისთვის.

მორიელი - ჯერ ჯანზეა, ეს კვირა კარგია ფინანსური კუთხით, საყიდლებისთვის კარგი დროა, იღბალიც თქვენს მხარესაა. მნიშვნელოვანი საკითხები ამ კვირაში მოაგვარეთ.

მშვილდოსანი - გამოცოცხლდებით ნელ-ნელა. იყავით ოპტიმისტები, განეწყვეთ დადებითაც, არ გააზვიადოთ მოვლენები. ახლა თქვენი დროა, გაჯანსაღების პერიოდი იწყება. იმოგზაურეთ, ბევრი შანსები გაქვთ.

თხის რქა - ენერგიაზე და ჯანზე ხართ, შანსები გაქვთ კარიერაში. ცოტა ხნით გახდით ნაცრისფერი კარდინალი, ყველაფერი გვერდიდან დააფიქსირეთ. შემდეგი კვირა გაცილებით რთული გექნებათ, დაბადების წინა პერიოდი გეწყებათ.

მერწყული - აწი გამოცოცხლდებით, ენერგია და განწყობა გაუმჯობესდება, თავისუფლად მოქმედების უნარი გაგიჩნდებათ. შემოდის საინტერესო და მნიშვნელოვანი კონტაქტები, გაუგებრობები და პრობლემები მოგვარდება.

თევზები - სიყვარულის და ურთიერთობების ერთ-ერთი საუკეთესო დროა. საქმიანი კუთხით, შემოქმედების მხრივ არაჩვეულებრივი პერიოდია, ფინანსური კუთხით ძალიან კარგი დრო გაქვთ, შესაძლებლობებია არნახული. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სავსემთვარეობის წინა დღე, სიმართლე თანდათან ცხადდება...“ - 23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა

⭕როგორია ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

✕