Digest Logo

მეთანოლით დაბინძურებული ლიქიორის მიღების შედეგად ლაოსში 19 წლის ტურისტი გარდაიცვალა

1732218029
19 წლის ტურისტი

ავსტრალიელი ტურისტი, 19 წლის ბიანკა ჯონსი ლაოსში მოგზაურობისას, მეთანოლით დაბინძურებული ლიქიორის მიღების შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მისი მეგობარი, ასევე 19 წლის ჰოლი ბოულზი საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

არსებული ცნობით, გოგონა გასულ კვირას, ვანგ ვიენგში გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც, მეზობელი ტაილანდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ექიმმა, რომელმაც გამოკვლევები ჩაუტარა თქვა, რომ სიკვდილის მიზეზი სასმელად უვარგისი სასმელიდან მეთანოლით მოწამვლა გახდა. მის სხეულში მაღალი იყო მეთანოლის რაოდენობა, რამაც თავის ტვინის შეშუპება გამოიწვია“, - განუცხადა Reuters-ს ტაილანდის პოლიციის წარმომადგენელმა.

გამოცემა ტაილანდის პოლიციასა და ავსტრალიის პრემიერ ენტონი ალბანესზე დაყრდნობით წერს, რომ ეს, მსგავს ვითარებაში გარდაცვლილი მეოთხე უცხოელია. მანამდე, ლაოსში ამავე სასმლის მოხმარების შედეგად ორი დანიელი და ერთი ამერიკელი ტურისტი გარდაიცვალა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვებგვერდის მიხედვით, მეთანოლი ტოქსიკური ალკოჰოლია, რომელიც გამოიყენება როგორც გამხსნელი, პესტიციდი და საწვავის ალტერნატიული წყარო.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ღმერთო მაპატიე“ - ხათუნა ხოფერიას მიერ წაკითხული ლექსი

„კლასიკურ ვარიანტს გადავუხვიეთ და აი, რა გამოგვივიდა“ - კადრები ბექა ხოფერიას მეუღლის ფოტოსესიიდან

„ჩემი პატარა ცმაცუნა დაიბადა“ - გიორგი სუხიტაშვილს დისშვილი შეეძინა