Digest Logo

„მოკეტე! არავინ გეკითხება“ - ტეილორ სვიფტმა ამჯერად ფარელ უილიამსი გააღიზიანა

1726667248
ფარელ უილიამსი

დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის გაბრაზების შემდეგ, ტეილორ სვიფტმა ფარელ უილიამსი გააღიზიანა.

მათი გაბრაზება მომღერლის კამალა ჰარისისადმი მხარდამჭერმა განცხადებებმა გამოიწვია.

მომავალი არჩევნების შესახებ ფარელ უილიამსმა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში ისაუბრა. კითხვაზე, დაუთმობდა თუ არა საკუთარ მუსიკას რომელიმე პარტიას, მომღერალმა განაცხადა, რომ ის ამ ყველაფერს თავს არიდებს.

„მე პოლიტიკურ აგიტაციას არ ვეწევი. რეალურად, ხანდახან ვღიზიანდები კიდეც, როდესაც ვხედავ, რომ ცნობილი სახეები ცდილობენ მიგითითონ ვის მისცე ხმა. არსებობენ ცნობილი ადამიანები, რომელთა აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ყველას არა. მე კი იმ ადამიანებს მივეკუთვნები, რომელიც ამბობს: რა ჯანდაბაა? მოკეტე! არავინ გეკითხება.
მე ვზრუნავ ჩემს ხალხსა და ქვეყანაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი სამუშაოა და ამ მხრივ ნამდვილად ძალიან აქტიური ვარ“, - განაცხადა ფარელ უილიამსმა.

მომღერლის ინტერვიუ ტეილორ სვიფტის განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ 34 წლის პოპვარსკვლავი, ტეილორ სვიფტი, სავარაუდოდ, ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანია, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი კამალა ჰარისს, ის ნამდვილად არ ყოფილა პირველი, ვინც ეს გააკეთა.

ოლივია როდრიგო, ჯორჯ კლუნი, ბარბრა სტრეიზანდი, რობერტ დე ნირო იმ ცნობილი ადამიანების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლევან მაჭავარიანი: ახალი სანქციები უკვე წითელ ზღვართან მიახლოების ნიშანია

🎥 „ადამიანები, რომლებიც ჯადოს აკეთებენ...“ - რას ამბობს მამა შალვა კეკელია ჯადოზე და როგორ უნდა დავიცვათ თავი

⭕როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდი საქართველოში