ეს ახალი სანქციები, რა თქმა უნდა, უკვე წითელ ზღვართან მიახლოების ნიშანია“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას.
დეპუტატის თქმით, ყველაზე უფრო გულდასაწყვეტი არის, რომ შეტევა სასამართლო ინსტიტუტზე ხორციელდება.
„სამართალდამცავ უწყებებზე როდესაც ხდება ასეთი დისკრედიტაციის კამპანის შექმნა, ეს უკვე არანაირი ჩარჩოებში არ ჯდება და როდესაც ეს კეთდება წინასაარჩევნოდ, აქ ყველაფერი უკვე ნათელია, რატომ და რისთვის კეთდება.
ჩვენ არასდროს არ შევეგუებით კოლონიალისტურ დამოკიდებულებას ან ვიღაცამ რომ შეგვხედოს, როგორც ვასალს. თუ ჩვენთან სურთ პარტნიორობა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.
საქართველოს რამდენჯერაც უჩივლა, იყო „რუსთავი 2-ის საქმე“, გვარამიას საქმე, უგულავას საქმე და კიდევ მრავალი საქმე შეგვიძლია გავიხსენოთ. აბსოლუტურად, ყველა ამ საქმეში გაიმარჯვა საქართველომ და არ დაუკმაყოფილა სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი არცერთ ამ პირს, ვინც ახლა ჩამოვთვალე.
ყველაზე უფრო გულდასაწყვეტი არის, რომ უკვე შეტევა ხორციელდება სასამართლო ინსტიტუტზე, შემდეგ გაგრძელდა უკვე პოლიტიკოსებზე, დეპუტატებზე და ახლა შეტევა გრძელდება სამართალდამცავ უწყებებზე“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდი საქართველოში
🎥 როგორ მოქმედებს მარიხუანა ადამიანის ტვინსა და ნერვულ სისტემაზე?! - ზაზა თელიას განმარტება