Digest Logo

„მოსკოვმა იცის, როგორ არ დადოს ტრამპთან ისეთი გარიგება, რომელიც რუსეთს ხაფანგში მოაქცევს“ - სერგეი ლავროვი

1744701232
სერგეი ლავროვი

„მოსკოვმა იცის, როგორ არ დადოს შეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც რუსეთს ხაფანგში მოაქცევს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ კარგად გვესმის, როგორი უნდა იყოს ორმხრივად მოგებიანი გარიგება, რომელზეც არასდროს გვითქვამს უარი, და როგორი გარიგება შეიძლება, გახდეს მორიგი „ხაფანგი“ ჩვენთვის“, - აღნიშნა ლავროვმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტრამპის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების დაცვას, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი მზადაა სხვა ქვეყნებთან დიალოგისთვის, როცა ეს ინტერესები ემთხვევა.

წყარო: newshub.ge