Digest Logo

🎥 „ნუ ცდილობთ, გადაარჩინოთ ემოციურად დაზიანებული ადამიანები“ - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი

1793266404
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც რამდენიმე პლანეტის რეტროგრადულობაზე და მიმდინარე პერიოდის მოსალოდნელ ტენდენციებზე საუბრობს:

„ვენერა რეტრო, ქირონიც რეტრო, ახლა ორივენი ერთმანეთის პირისპირ - სასწორისა და ვერძის ღერძზე, 29° -ზე დგანან.

20 ოქტომბერს მათი დაპირისპირება დაიწყო და ვენერას რეტროგრადულობის დასრულების შემდეგაც რამდენიმე ხანი კიდევ გაგრძელდება, ვიდრე 7 დეკემბერს ბოლომდე არ ამოწურავს თავს.

ქირონი - მოუშუშებელი ჭრილობებია, ტკივილი, რომელიც უკვე თითქმის ყრუა, მაგრამ არ გადის.

ვენერა რაც არის, იცით, სიყვარული, პირადი არჩევანი, სილამაზე, ესთეტიკა, ბალანსი...

როდესაც ეს ორი ოპოზიციაშია და თანაც ახლა ვიდრე უკუსვლითები არიან, მათი ენერგია მიმართულია არა გარე გამოვლინებაზე, არამედ შიგნით, საკუთარი გულის სიღრმეში. და ეს ყოველთვის ძველ ამბებთან იქნება კავშირში.

როგორც წესი, სწორედ ამ დროს ხდება საკუთარი ფასეულობის გადაფასება, ამ დროს ვუსვამთ ჩვენს თავს კითხვას, რატომ მივიჩნევ, რომ სიყვარულს მხოლოდ მაშინ ვიმსახურებ, თუ სხვას ვასიამოვნებ? განა საკუთარი პოზიციების დათმობა უფრო ღირსეულად მხდის??

გონებაში ვატრიალებთ წარსულ დიალოგებს და ვეძებთ პასუხებს, რატომ გვეტკინა „მაშინ“.. შინაგან სიცარიელეს ვგრძნობთ, მაგრამ იმასაც ვხვდებით, რომ ამ სიცარიელის შევსება გარედან სხვა ადამიანით და მით უმეტეს ნივთებით, შეუძლებელია.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი ფასი მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, რამდენად სასარგებლო, ლამაზი ან საჭირო ხართ სხვებისთვის.

მოეშვით სხვისი ჭრილობების მკურნალობას საკუთრის ნაცვლად, ნუღარ ცდილობთ გადაარჩინოთ ემოციურად დაზიანებული ადამიანები. ეს მხოლოდ ილუზია, რომ თუ სხვას განკურნავთ, ამით თქვენი ჭრილობაც მოშუშდება. შეწყვიტეთ გარედან დასტურის ძებნა. ახლა და მხოლოდ ახლა გაქვთ შანსი, დაინახოთ თქვენი წარსულის ტრავმები არა როგორც სირცხვილის საფუძველი, არამედ როგორც თქვენი უნიკალურობისა და შინაგანი სიძლიერის წყარო.

ქირონი ვერძში ხშირად იწვევს ბრაზის ბლოკირებას. ადამიანს ეშინია საკუთარი სიბრაზის ჩვენება, რადგან ჰგონია, რომ ამით ურთიერთობას დაანგრევს. მიეცით საკუთარ თავს გაბრაზების უფლება. სწორედ ბრაზი არის ფსიქიკის სიგნალი იმისა, რომ თქვენი საზღვრები დაირღვა. რეტროგრადულობისას ეს ბრაზი შიგნით არ უნდა ჩაიკლას, არამედ უნდა დამუშავდეს იმის გაცნობიერებით, თუ რაზე გადის კომპრომისი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ურთიერთობაში კომპრომისზე მიდიხართ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ახლა პარტნიორს უგებთ, თუ საკუთარ თავს ღალატობთ, რათა არ მიგატოვონ?

ისწავლეთ დროის მარტო გატარება ისე, რომ ეს არ აღიქვათ სასჯელად ან იზოლაციად, არამედ საკუთარ თავთან პაემნად თუ თქვენ თავად არ იქნებით საკუთარი თავის დამცველი და მოკავშირე, ვენერა ყოველთვის შეეცდება სხვის ხარჯზე მიიღოს ეს დასტური.

ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარა დოზებით აიძულეთ ფსიქიკა, რომ თქვას „არა“. რეტროგრადული ფაზა საუკეთესოა იმისთვის, რომ წარსულში გადაყლაპული, უთქმელი სიტყვები გააცოცხლოთ.

თუ რამე დასრულდა, ნუ შეგეშინდებათ. იყავით მადლიერი იმის, რომ თქვენს ცხოვრებაში ეს იყო“, - წერს ხათუნა ნოელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 საიდან გავრცელდა გინება საქართველოში და რა გავლენას ახდენს ბილწსიტყვაობა ბავშვზე - ზურაბ ვახანიას განმარტება

🎥 ფსიქიატრი და ფსიქოლოგი - რატომ აიგივებენ ხშირად ერთმანეთთან ამ ორ პროფესიას და რა განსხვავებაა მათ შორის?

🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი ფსიქოემოციური სიმშვიდე ორსულებისთვის? - რჩევები მომავალი დედებისთვის

✕