Digest Logo

მოსკოვში 7 წლის ბავშვმა ფანჯრიდან ჩანთა გადააგდო, რომელშიც 88 ათასი აშშ დოლარი იდო

1774966394
ფული - ფული

მოსკოვში 7 წლის ბავშვმა ფანჯრიდან დედის ჩანთა გადაადგო, რომელშიც 88 ათასი აშშ დოლარი იდო. გოგო დედას ეჩხუბა და ამ ფორმით კი შური იძია. ამის შესახებ „მედუზა“ წერს. 

ქუჩაში დაყრილი 100-დოლარიანი კუპიურები მოზარდებმა იპოვეს. ტელეგრამარხები წერენ, რომ ფულის ნაწილი მათ დაწვეს, ნაწილი კი მიითვისეს, ზოგიერთი კუპიურა კი ფრინველებმა წაიღეს.

„ყვავები, რომლებსაც ნისკარტებით ფული ეჭირათ, გაოცებული ადამიანების თავზე დაფრინავენ“, - იუწყება „რენ ტვ“.

Mash-ის ცნობით, მოზარდების მშობლებმა, რომლებმაც ფული იპოვეს, ის პატრონს დაუბრუნეს. საბოლოოდ პატრონს 83 ათასი აშშ დოლარი დაუბრუნეს, დანარჩენი დაიკარგა.

სააგენტო „ტასი“ პოლიციაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნაპოვნია 83 ათასი დოლარი. მაგრამ კანონიერ პატრონს ამ თანხას „ყველა გარემოების დადგენის შემდეგ“ დაუბრუნებენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 „დადუ 3 წლის“ - როგორ აღნიშნა ნანუკა გუდავაძემ და ბერა ივანიშვილმა უმცროსი შვილის დაბადების დღე

⭕როდის და როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი?