Digest Logo

მსოფლიოში უმსხვილესი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია რუსეთში ექსპორტს აჩერებს

1646320017
ალკოჰოლური სასმელები

მსოფლიოს უდიდესმა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ Diageo-მ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში ექსპორტი შეაჩერა. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

„ჩვენი პრიორიტეტია ჩვენი ხალხის უსაფრთხოება უკრაინასა და მთლიანად რეგიონში“, - აცხადებენ კომპანიაში.

სანამ კომპანია ექსპორტს შეაჩერებდა, უკრაინის რიგ ქალაქებში, მათ შორის კიევში, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აიკრძალა.

Diageo არის ბრიტანული კომპანია, მსოფლიოში პრემიუმ ალკოჰოლური სასმელების უდიდესი მწარმოებელი. კომპანიის შტაბ-ბინა ლონდონში მდებარეობს. კომპანიის მთავარი სავაჭრო ნიშნებია Johnnie Walker, J&B, White Horse and Crown Royal ვისკი, სმირნოფის არაყი, ბეილისის ლიქიორი, კაპიტან მორგანის რომი, გორდონის ჯინი, გინესის ლუდი.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, ქვეყანა არაერთმა საერთაშორისო დონის კომპანიამ დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„მომწერეთ, თუ შეიძლება, რომ დავეხმაროთ ამ ხალხს“ - ია ფარულავა უკრაინელ ხალხს სასტუმროს ნომრებითა და საკვებით უმასპინძლდება

🔵 „უკრაინამ მაშინ საქართველო გადაარჩინა“ - რას ჰყვებოდა ედუარდ შევარდნაძე უკრაინის შესახებ

🔵VIDEO: „პუტინს მოკლავენ... მსოფლიო არ აპატიებს“ – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

🔵„ყელში ამოხვედით... მართლა არ გადამეყაროთ და ამ სტატუსზეც არ ამოენთოთ ვინმე!“ - ანდრია გველესიანი

🔵 VIDEO: მდუმარე მამა ნიკოლოზის რეაქცია, როცა მრევლი უკრაინაში მიმდინარე ომზე ეკითხება