Digest Logo

მსოფლიოში ყველაზე გრძელი გველის სტატუსი ინდონეზიაში ბინადარ პითონს მიანიჭეს

1770284338
ინდოეთში მცხოვრები პითონ

ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე 2025 წლის ბოლოს ნაპოვნი მდედრი ხალიჩისებრი პითონი მსოფლიოში ყველაზე გრძელ ველურ გველად აღიარეს.

ცხოველი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს.

პითონის სიგრძე თავიდან კუდის წვერამდე 7,22 მეტრია. ცხოველი 96,5 კილოგრამს იწონის - თითქმის იმდენსავე, რასაც ზრდასრული პანდა. გაზომვა ნარკოზის გარეშე ჩატარდა, რის გამოც რეპტილია დაძაბული იყო. მეცნიერთა ვარაუდით, მოდუნებულ მდგომარეობაში გველის რეალური სიგრძე, შესაძლოა, 7,9 მეტრი იყოს.

პითონს იბუ ბარონი დაარქვეს, რაც „ბარონესას“ ნიშნავს. ამჟამად ის ადგილობრივი ბუნებისა და ცხოველთა დამცველის, ბუდი პურვანტოს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ხალიჩისებრი პითონები შხამიანები არ არიან. ისინი წვრილი ძუძუმწოვრებით, ფრინველებითა და რეპტილიებით იკვებებიან, თუმცა დიდი ზომის ინდივიდები უფრო მსხვილ ცხოველებსაც ჭამენ - ძაღლებს, თხებს, მაიმუნებსა და სხვებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ძალა უნდა ემსახურებოდეს ღირსებას...“ - რა გავლენა აქვს ჩვენზე ვარსკვლავ Regulus-ს

⭕„შეჩერდით და დაფიქრდით, საით მიდიხართ...“ - 5 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕Netflix-მა „ბრიჯერტონის“ მეორე ნაწილის თიზერი გამოუშვა