კომპანია Adidas-ის მაღაზიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია არგენტინის ნაკრების ყველა მაისური ლიონელ მესის წარწერით, – ამის შესახებ გაზეთი „მარკა“ წერს.
სხვადასხვა ქვეყნის მაღაზიაში აღარ დარჩა მესის ნებისმიერი ზომის მაისური.
მესის სათამაშო ფორმის დეფიციტი მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელის ბრწყინვალე თამაშისა და მისი გუნდის ფინალში გასვლის ფონზე წარმოიშვა. არგენტინაში დიდმა მოთხოვნამ მესის ყალბი მაისურების წარმოებისა და რეალიზაციის პროვოცირება მოახდინა.
Adidas-ში განმარტეს, რომ შეუძლებელია ოპერატიულად წარმოების გაზრდა, მაგრამ გერმანული კომპანია დაძაბულ რეჟიმში მუშაობს, რათა არგენტინის ჩემპიონობის შემთხვევაში მესის სათამაშო ფორმა რაც შეიძლება სწრაფად იყოს ხელმისაწვდომი მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მაღაზიებში.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 18 დეკემბერს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან ერთმანეთს.
ასევე დაგაინტერესებთ: