20 ოქტომბერს, უინძორის სასახლეში ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ომანის სულთანს, ჰაითამ ბინ თარიქს ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა მიიპყრო, რომელმაც „სამეფო დიპლომატიის“ საუკეთესო ტრადიციები კიდევ ერთხელ გააცოცხლა.
ქეითისთვის სამოსით სათქმელის გადმოცემა სიახლეს არ წარმოადგენს, ამჯერად მან ომანის ეროვნული დროშის პატივსაცემად, სადაც მწვანე ფერს ცენტრალური ადგილი უკავია, ულამაზესი მუქი მწვანე იმიჯი შეარჩია.
პრინცესამ ცერემონიისთვის Alexander McQueen-ის არქივიდან ტანზე მომდგარი, ჯიბეებიანი მუქი მწვანე პალტო შეარჩია, რომელიც მისმა საყვარელმა დიზაინერმა, სარა ბარტონმა შექმნა. პალტოს ქვეშ მას Norma Kamali-ს მაღალყელიანი კაბა ეცვა, რომელსაც წელზე რამდენჯერმე შემოხვეული ტყავის ქამარი ამშვენებდა.
დახვეწილი სეზონური ლუქი პრინცესამ Juliette Botterill-ის ქუდით, Manolo Blahnik-ის ხავერდის ფეხსაცმლითა და Chanel-ის კლასიკური ჩანთით დაასრულა. განსაკუთრებული სიახლე კი Cassandra Goad-ის კოლექციის 5 397 დოლარად შეფასებული ახალი საყურე გახლდათ.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით