აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) Artemis II-ის მისიის კოსმონავტები, რომლებიც 10 დღის განმავლობაში კოსმოსში იყვნენ და მთვარეს შემოუარეს, დედამიწაზე დაბრუნდნენ. ინფორმაციას NASA ავრცელებს.
კოსმონავტები რეიდ ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი წყნარ ოკეანეში სან დიეგოს სანაპიროსთან დაეშვნენ.
„რეიდ, ვიქტორ, კრისტინა და ჯერემი, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში და გილოცავთ ნამდვილად ისტორიულ მიღწევას. NASA პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და კონგრესს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მათ მანდატი და შესაძლებლობა მოგვცეს, რათა Artemis-ის მისია შემდგარიყო“, - აღნიშნა NASA-ს ხელმძღვანელმა, ჯარედ აიზეკმანმა.
NASA-ს კოსმონავტები წყნარ ოკეანეში ამერიკელმა სამხედროებმა აიყვანეს და ვერტმფრენით სადესანტო ხომალდ USS John P. Murtha-ზე სამედიცინო შემოწმებისთვის გადაიყვანეს. მოგვიანებით ისინი ქალაქ ჰიუსტონში მდებარე NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში გადაინაცვლებენ.
Artemis II მისია მთვარეზე 2 აპრილს გაემგზავრა. Artemis II პირველი პილოტირებული მისიაა მთვარეზე 1972 წლის შემდეგ.