Digest Logo

„ნასვამი იყო და ანტიდეპრესანტები ჰქონდა მიღებული...“ - რას ამბობს თურქი მსახიობის დედა შვილის მოულოდნელად გარდაცვალებაზე

1781694692
 ეჯე ირთემი

35 წლის თურქი ვარსკვლავის, ეჯე ირთემის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ არა მხოლოდ თურქეთი, არამედ მთელი მსოფლიო შეძრა. 14 ივნისს მან დაბადების დღე აღნიშნა. დაბადების დღის აღნიშვნიდან სულ რაღაც ერთ დღეში, მსახიობი საკუთარ სახლში, მოულოდნელად გარდაიცვალა. სანამ თაყვანისმცემლები და კოლეგები სამძიმარს გამოხატავენ, გამოძიება კი გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ადგენს, ეჯე ირთემის დედამ, ნურიე ირთემმა, პირველი კომენტარი გააკეთა.

დედის თქმით, ეჯეს უკანასკნელი საღამო ჩვეულებრივი ოჯახური დღესასწაულით დაიწყო. საღამოს, დაახლოებით, ექვს საათზე, მსახიობის დაბადების დღის აღსანიშნავად, ისინი ერთად იმავე ქუჩაზე მდებარე კაფეში წავიდნენ, სადაც მათი სახლია.

ტორტს მიირთმევდნენ, ერთობოდნენ… როგორც დედა აღნიშნავს, მისი ქალიშვილი თავს კარგად გრძნობდა და მხნედ გამოიყურებოდა. თუმცა, სადღესასწაულო განწყობა მკვეთრად შეიცვალა, როდესაც ისინი საღამოს სახლში დაბრუნდნენ. 

„შვილი დასაძინებლად დავაწვინე, რადგან ნასვამი იყო და ანტიდეპრესანტები ჰქონდა მიღებული. გავიგონე, როგორ ადგა საპირფარეშოში წასასვლელად, შემდეგ კი ისევ დაწვა. დილით საუზმისთვის დავუძახე, მაგრამ არ მიპასუხა. როდესაც მის ოთახში შევედი, დავინახე, რომ პირიდან არასასიამოვნო სუნის მქონე სითხე გადმოსდიოდა. მას ბევრი ალკოჰოლი ჰქონდა დალეული და ძლიერ ანტიდეპრესანტებს იღებდა“, - ჰყვება ნურიე. 

მსახიობი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა. სიკვდილის წინასწარ მიზეზად გულის შეტევა სახელდება, თუმცა საბოლოო დასკვნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიღების შემდეგ გაკეთდება. ეჯე ირთემის გამოსამშვიდობებელი ცერემონია ოთხშაბათს, მის მშობლიურ ქალაქ იზმირში გაიმართება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თუ ბოლო დღეებში ემოციური დაძაბულობა გქონდათ, დღეს თქვენ პოულობთ გზას“ - 17 ივნისის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕„დროს არ შეუძლია გაჩერდეს, შენ შეგიძლია გაჩერდე დროში, რომელიც მიდის, რათა დაინახო დინება“ - რას წერს გია მურღულია

🎥 რა მოხდა ორთაბრძოლის შემდეგ - გეიჯისა და თოფურიას კადრი, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა