ნეპალში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
გამოცემა The Kathmandu Post-ის ინფორმაციით, დაღუპული უცხოელია. მისი ვინაობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.
წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფა მას შემდეგ მოხდა, რაც ვერტმფრენები ერთმანეთს როტორის ხრახნებით შეეჯახნენ. ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი პილოტების შეცდომა გახდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2-8 ნოემბრის კვირაში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება
🎥 რატომ გვიჭირს ბოდიშის თქმა ახლობლისთვის? - ფსიქოლოგ ნინო კერესელიძის რჩევები
⭕„გაურკვევლობით სავსე დღეა, არ ღირს გარისკვა“ - 3 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით