სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში შეიარაღებულმა მამაკაცებმა ქვეყნის მონარქი დახვრიტეს და მისი ცოლი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები ღამით სეგუნ არემუს - არმიის გადამდგარი გენერლისა და მონარქის სასახლეში შეიჭრნენ. მათივე ცნობით, გამტაცებლების ვინაობა უცნობია და გამოსასყიდი ჯერ არ მოუთხოვიათ.
BBC-ის ცნობით, ამ კვირის განმავლობაში ხუთი სკოლის მოსწავლე და ოთხი მასწავლებელი გაიტაცეს. მათი გათავისუფლებისთვის გამოსასყიდს 100 მილიონი ნაირას ოდენობით ითხოვენ, რაც 110,000 აშშ დოლარს უდრის.
მედია წერს, რომ ნიგერიაში ბოლო წლების განმავლობაში ფულის სანაცვლოდ ადამიანთა გატაცება გახშირდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ ელჩები ეთერ თათარაიძე და ანა გოგუაძე გახდნენ
⭕„ჩემი მზე ხუთი წლის“- მარიამ სანოგოს შვილი იუბილარია, რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი
⭕🎥 „სანი მომავალი ვარსკვლავია“ - ანდრია გველესიანი შვილთან ერთად გადაღებულ უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს