Digest Logo

„ნუ გეშინიათ, მსგავსი ბიძგები ყოველთვის იყო, არის და იქნება“ - იტალიაში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რას უყვება „დაიჯესტს“ ნეაპოლში მცხოვრები ემიგრანტი

1741854807
მაკა ხაჩოშვილი

იტალიაში, ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ რეგიონში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. 

„დაიჯესტი“ ნეაპოლში მცხოვრებ ემიგრანტს, მედიატორ მაკა ხაჩოშვილს ესაუბრა.

„ნეაპოლში, კამპი ფლეგრეის ეპიცენტრში 4.4 ბალი მიწისძვრა დაფიქსირდა! ეს რა ჯოჯოხეთი იყო, ასე ძლიერად მიწისძვრა ჯერ არ მიგრძნია. ეს არის ვულკანური ბიძგები, რაც განპირობებულია მიწის ფენებში დაგროვილი გაზებით და როდესაც გაზი მიწას აწვება წარმოიქმნება რყევა, რაც ერთის მხრივ კარგი უნდა იყოს და რაც იმას ნიშნავს, რომ მიწის ფენები გაზისგან თავისუფლდება. ვნახოთ სეისმოლოგები რა განცხადებას გააკეთებენ. მსგავსი სიმძლავრის 2024 წლის მაისში დაფიქსირდა“, - ამბობს ხაჩოშვილი.

მიწისძვრის შედეგად, რამდენიმე შენობა დაზიანდა. მაშველებს სახლებში ჩაკეტილი მოქალაქეების გამოყვანა მოუწიათ.

ბიძგები დაახლოებით 20 წამის განმავლობაში გრძელდებოდა. მიწისძვრა მთელს ნეაპოლში და მიმდებარე რეგიონებში იგრძნობოდა. ეპიცენტრი „კამპი ფლეგრეის“ ზონა იყო. 

ცნობისთვის, მაკა ხაჩოშვილი აღნიშნული ზონის სეისმურად აქტიურობის შესახებ პოსტს ჯერ კიდევ თებერვალში წერდა:

„ნეაპოლში დაფიქსირებულ მიწისძვრებზე თითქმის ყოველდღე იწერება, რაზეც მინდა პატარა ინფორმაცია მეც გაგიზიაროთ და ამ ქალაქში მცხოვრები შეშინებული ქართველი ემიგრანტები შეძლებისდაგვარად დავამშვიდო.  

ქალაქში სეისმური აქტივობა თითქმის ყოველ დღეა რაც „კამპი ფლეგრეის” ზონის ვულკანური წარმომავლობიდან გამომდინარეა გამოწვეული.

Campi Flegrei (ძველი ბერძნულიდან) სიტყვასიტყვით „დამწვარი მინდვრები”, ვულკანური ბუნების უზარმაზარი ტერიტორიაა, რომელიც დასახლებულია პრეისტორიული და პროტოისტორიული დროიდან.  

ამ მხარეში მიწის აწევისა და სეისმური ბიძგების გამომწვევი მიზეზი არის გაზის ძლიერი და მიწისქვეშეთში აღმოჩენილ წყლებში წნევის მატება.

ნეაპოლში „კამპი ფლეგრეის“ ვულკანი ძვ. წ 80 000 წელზე მეტს ითვლის და ისტორიული, კულტურული და გეოლოგიური მნიშვნელობის არეალს წარმოადგენს.

ნუ გეშინიათ, მსგავსი ბიძგები ყოველთვის იყო არის და იქნება“,- წერს მაკა ხაჩოშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რასაც ახლა აქ ვუყურებ ეს არის დანაშაული“ - რა ხდება ლამაზი დახლების უკან და ცნობილ რესტორანში?

⭕14 მარტს მთვარის დაბნელებაა! - რატომ არის ეს დღე საყურადღებო და რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქო 12-ვე ნიშნის წარმომადგენელზე?

🎥 „გააკეთეთ ეს და არასოდეს გექნებათ რკინის დეფიციტი“ - არუნ ხათრის რჩევები