
გადაცემა „სახალხო კონტროლი“ და მისი წამყვანები, მადონა კოიძე და ლიზა ვადაჭკორია, თბილისში რესტორანს და რამდენიმე კვების ობიექტს ესტუმრნენ, რომლებიც ე.წ. კლინიკების ქუჩაზე ლუბლიანაზე მდებარეობს.
როგორც გადაცემიდან ვიგებთ ისინი რესტორან „მონოპოლში“ მივიდნენ, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაკეტილი და რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.
რესტორანში გასაწმენდი იყო ბადეები, კონდენსატი.
„აქაურობა დასალაგებელია, რასაც ველოდი ის არ დამხვდა ძალიან ვწუხვარ. ამას რასაც ახლა აქ ვუყურებ ეს არის დანაშაული და არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება“, - ამბობს მადონა კოიძე.
სახალხო კონტროლი“ 2 დღის შემდეგ დაბრუნდა რესტორანში რათა ენახა რა მდგომარეობაა იყო სამზარეულოში მუშა მდგომარეობაში.
„2 დღეში დავბრუნდით და უკვე ჩანს, როგორი გაპრიალებული ყველაფერი, მაცივრები დალაგებულია. მე ვარ ახლა ისეთი რესტორნის სამზარეულოში, რომელიც ეკადრება ნებისმიერ ქალაქს და თვალს სიამოვნებს“, - ამბობს მადონა კოიძე.
გადამღები ჯგუფი ასევე ესტუმრა სხვადასხვა საცხობებს და გვაჩვენეს თუ რა ხდება ლამაზი დახლების უკან.
ვრცლად ნახეთ სიუჟეტი 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გააკეთეთ ეს და არასოდეს გექნებათ რკინის დეფიციტი“ - არუნ ხათრის რჩევები