
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს საუკეთესო გუნდების რეიტინგს, რომელიც სტატისტიკურმა პორტალმა, Opta Sports-მა შეადგინა.
ფრანგულმა კლუბმა შეფასების 100-ბალიანი სისტემით მაქსიმუმი მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა სიაში, რომელშიც 10 ათას კლუბზე მეტია შეყვანილი.
Opta Sports-ის მიხედვით, გუნდების რეიტინგის ათეული:
1. „პარი სენ-ჟერმენი“ – 100
2. „ლივერპული“ – 99,27
3. „არსენალი“ – 98,79
4. „მანჩესტერ სიტი“ – 97,98
5. „ბარსელონა“ – 96,89
6. „რეალი“ – 95,41
7. „ბაიერნი“ – 95,16
8. „ჩელსი“ – 94,89
9. „ასტონ ვილა“ – 94,79
10. „ნიუკასლი“ – 94,73
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება 12 ივლისს საქართველოში
⭕„ჩემო ძალა, ჩემო სულო გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - თაკო ჩხეიძე შვილს დაბადების დღეს ულოცავს
წყარო: 1tv.ge