ჰოლივუდის ლეგენდა და სამსახიობო სამყაროს ნამდვილი არისტოკრატია, ევა მარი სენტი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი ბოლო ვარსკვლავი და ამ ჯილდოს ყველაზე ხანდაზმული ცოცხალი გამარჯვებული იყო.
ოჯახის წარმომადგენლის თქმით, სეინტი, რომელიც კინოსა და ტელევიზიაში 90 წლამდე აგრძელებდა მუშაობას, სამშაბათს, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთ უკანასკნელ ვარსკვლავად მიჩნეული სეინტი ყველაზე მეტად ცნობილია ოსკარის მფლობელი სადებიუტო როლით ფილმში „ წყლის პირას“, ასევე ალფრედ ჰიჩკოკის ერთ-ერთ უდიდეს ფილმში „ ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთით გავლით“ შესრულებული როლებით.
ევა მარი სეინტი დაიბადა ნიუარკში, ნიუ-ჯერსი, 1924 წლის 4 ივლისს და მსახიობობა ოჰაიოს შტატში, ბოულინგ გრინის უნივერსიტეტში სწავლობდა. მან კარიერა ტელევიზიაში დაიწყო, თამაშებსა და რეკლამებში მონაწილეობით.
