პაკისტანის ხელისუფლება არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებისთვის 1-თვიან ვადას აძლევს.
ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მასობრივი დეპორტაციის გეგმის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სარფრაზ ბუგტიმ 3 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ავღანეთის მხრიდან ჩვენზე თავდასხმები ხორციელდება და ამ თავდასხმებში ავღანეთის მოქალაქეები მონაწილეობენ. ჩვენ ამის მტკიცებულებები გვაქვს“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, 2022 წლის ბოლოსთვის, პაკისტანში 1.3 მილიონზე მეტი ავღანელი რეგისტრირებული ლტოლვილი, ხოლო 427 000 "ლტოლვილთა მსგავს სიტუაციებში" მყოფი ადამიანი ცხოვრობდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: