Digest Logo

„პუტინი არ გაჩერდება“ - ნატოს ყოფილმა მეთაურმა მოუწოდა აშშ-ს დაამტკიცოს უკრაინის დახმარება

1713116652
 ნატოს ყოფილმა მეთაურ

ნატოს ყოფილმა მეთაურმა ჯეიმს სტავრიდისმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას და კანონმდებლებს, არ შეწყვიტონ კიევის დახმარება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში, - იუწყება The Hill.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიზანია უკრაინის ხელში ჩაგდება და ის „არ გაჩერდება“, სანამ ამის საშუალება არ ექნება.

„საკითხავი ისაა, სად ვართ დღეს? ჩვენ ჩიხში ვართ... რუსები იწყებენ წინსვლას და ვითარება არ გაუმჯობესდება, თუ აშშ დამატებით 60 მილიარდ დოლარის დახმარებას არ დაამტკიცებს“, - აღნიშნა ალიანსის ყოფილმა მეთაურმა.

გამოცემის ცნობით,  სავარაუდოდ, ის გულისხმობდა ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების პაკეტს, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის დახმარებას უწევს. თუმცა, ეს კანონპროექტი ჯერ არ არის მიღებული, რადგან სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ის განსახილველად არ გამოიტანა.

„ჯონ, აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის დაახლოებით 900 მილიარდი დოლარის კონტექსტში, 60 მილიარდი დოლარი არ არის დიდი თანხა“, - განაცხადა სტავრიდისმა.

ნატოს ყოფილმა ხელმძღვანელმა დასძინა, რომ თუკი უკრაინას მეტი დახმარება არ მიეწოდება, მაშინ პუტინს ყველა შანსი აქვს მეტი ტერიტორია ჩაიგდოს ხელში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ენას, რომელმაც გამოძერწა სიტყვა „გარდაცვალება“, გარდაცვალება არ უწერია“ - გიორგი კეკელიძე

🎥 „შენ მე დამებედე და ნუ მეტყვი, რომ ეს დრო დაკარგულია“ – „ღამის შოუს ბენდის“ ახალი სიმღერა

⭕მთელი ცხოვრება ნაგროვები ქონება რძალმა გამინიავა და წავიდა - 58 წლის მანანას ემოციური ამბავი