Digest Logo

პუტინი: ტრამპთან მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა... როცა თვითმფრინავიდან ჩამოვედი, ტრამპს ვუთხარი - „გამარჯობა, მეზობელო“

1755299724
პუტინიპუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა.

„მადლობა მოწვევისთვის. როცა თვითმფრინავიდან ჩამოვედი, ტრამპს ვუთხარი, „გამარჯობა, მეზობელო“, - აღნიშნა პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ ვხედავთ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის სურვილს, მოაგვარონ უკრაინის კონფლიქტი. ტრამპს სურს გაიგოს კონფლიქტის არსი“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დასრულდეს უკრაინის კონფლიქტი.