უკრაინის მუდმივმა სამხედრო წარმატებამ შესაძლოა, გაზარდოს იმის შანსები, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ Fox News- თან ინტერვიუში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ბობ მენენდესმა განაცხადა.
მენენდესი შიშობს, რომ კრემლის ლიდერს ბირთვული იარაღი სახის შესანარჩუნებლად სჭირდება.
„უკრაინელები რაც უფრო წარმატებულები არიან, მით უფრო დიდია რისკი იმის, რომ პუტინი სახის შენარჩუნებისთვის რაღაცას გააკეთებს. შესაბამისად, ქიმიური, ბიოლოგიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, დიდია“, - აცხადებს სენატორი.
მისი თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენების მნიშვნელოვანი რისკები არსებობს, ვინაიდან პუტინმა ეს უკვე გააკეთა სირიაში და მსოფლიოსგან სათანადო რეაქცია არ მიუღია.
ასევე დაგაინტერესებთ👇