გამოცემა lbc.co.uk Sun-ზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაავადებულია როგორც პარკინსონის, ისე პანკრეასის კიბოთი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების ინსაიდერის ელწერილში ნათქვამია, რომ პუტინს დაუსვეს პარკინსონის დაავადების ადრეული სტადიის დიაგნოზი.
„მე შემიძლია დავადასტურო, რომ მას დაუსვეს პარკინსონის დაავადების ადრეული სტადიის დიაგნოზი, მაგრამ ის უკვე პროგრესირებს. პუტინი რეგულარულად ივსება ყველა სახის მძიმე სტეროიდებით და ინოვაციური ტკივილგამაყუჩებელი ინექციებით, რათა შეაჩეროს პანკრეასის კიბოს გავრცელება. ეს არამარტო დიდ ტკივილს იწვევს, პუტინს აქვს სახის შეშუპება და სხვა გვერდითი მოვლენები - მათ შორის მეხსიერების დაქვეითება”, - ამტკიცებს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების ინსაიდერი.
მან, ასევე, დასძინა, რომ „ეს ფაქტი ყოველმხრივ უარყოფილი და დამალული იქნება“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მის ახლო წრეში დადის ხმები, რომ პანკრეასის კიბოს გარდა, რომელიც თანდათან ვრცელდება, პუტინს პროსტატის კიბოც აქვს.
კრემლის ოფიციალური პირები ყოველთვის უარყოფდნენ პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობას.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„თუ სამოთხე არსებობს, ეს გზა იქნება სამოთხე, წუთ-ნახევარი გზა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
🔵„ჩემი კატო ჭრელაჭრულა ცისარტყელას კაბაში... მე მიყვარს ბეშუმი“ - რა ფოტოს აქვეყნებს რუსკა მაყაშვილი