წარმატებული მწვრთნელი, ვეტერანი ხელბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამორჩეული მოთამაშე ალეკო ბოყოჩაძე 49 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
„კიდევ ერთი კარგი ქუთაისელი დაგვაკლდა ნაადრევად - წარმატებული მწვრთნელი ალექსანდრე ბოყოჩაძე გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცმა თავისი კვალი დატოვა ქუთაისში ხელბურთის განვითარებაში. ის იყო იმერეთის ხელბურთის ფედერაციის დამფუძნებელი და ჩვენი ხელბურთელები ალეკოს თაოსნობით ქვეყნის ჩემპიონებიც გახდნენ.
თანავუგრძნობ ალექსანდრე ბოყოჩაძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ მწუხარებაში. ქუთაისი სათანადო პატივს მიაგებს ადრე წასული კარგი ადამიანის ხსოვნას“, - წერს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„თუ სამოთხე არსებობს, ეს გზა იქნება სამოთხე, წუთ-ნახევარი გზა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
🔵„ჩემი კატო ჭრელაჭრულა ცისარტყელას კაბაში... მე მიყვარს ბეშუმი“ - რა ფოტოს აქვეყნებს რუსკა მაყაშვილი
🔵„მოსალოდნელია მდგომარეობის უფრო დამძიმება“ - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე