Digest Logo

ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო

1755286139
დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ

ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო.

თეთრი სახლის ცნობით, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ალასკაზე „სამი სამზე“ ფორმატით გაიმართება.

აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

ადმინისტრაციის განცხადებით, თავდაპირველად დაგეგმილი იყო ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა პირისპირ ფორმატით.