Digest Logo

ქორწინების გარეშე სექსი, სავარაუდოდ, 1 წლამდე პატიმრობით დაისჯება

1670233000
ქორწინების ფოტო

სავარაუდოდ, ინდონეზია სისხლის სამართლის კოდექსში ყოვლისმომცველი ცვლილებების რატიფიცირებას მოახდენს. Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს.

აღნიშნული ცვლილებით, ქორწინების გარეშე სექსი სავარაუდოდ, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ამასთან, კოდექსში შესატან ცვლილებებში საუბარია პრეზიდენტის შეურაცხყოფასა და ეროვნული იდეოლოგიის საწინააღმდეგო შეხედულების გამოხატვის აკრძალვაზეც.

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მოადგილემ თქვა, რომ პლენარული სხდომა ახალი კოდექსის რატიფიცირებისთვის ემზადება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ქორწინების გარეშე სექსსა და თანაცხოვრებაზე ჩივილების შესახებ განცხადების გაკეთება მხოლოდ ახლო ნათესავებს მეუღლეს, მშობელს ან შვილს შეუძლიათ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „ვყვიროდი, შემდეგ მათ ბავშვები ხელიდან გამომტაცეს... ახალგაზრდამ ხელები გადამიგრიხა“ - ტატიანა სოლოვიოვას შვილები იძულებით მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს

🔵„სერიოზულად მოიწამლა. ჯერ თირკმელები გაეთიშა, მერე ღვიძლი, ბოლოს კი ტვინიც... დედამ ჩემი უფროსი ძმა სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯა“ - ინტერვიუ ლელა კაკულიას ქალიშვილთან

🎥 „ჯაბა, აქედან აფხაზეთში წავალთ...“ - ჯამბულათ ხოფერიას უკანასკნელი ვიდეო