
„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ჟურნალისტმა თაკო ჩორგოლაშვილმა მსახიობ დაკოტა ჯონსონის მონაწილეობით გადაღებულ ფილმზე, „გრეის 50 ელფერზე“ ისაუბრა.
ირკვევა, რომ დაკოტა ჯონსონი ოჯახის წევრებს ფილმის ნახვას უკრძალავს, რადგან ისეთ სცენებში თამაში მოუწია რასაც რეალურ ცხოვრებაში არ გააკეთებდა.
მსახიობი ამბობს, რომ აღნიშნულმა როლმა პირადი ცხოვრება გაუნადგურა.
ცნობისთვის, „გრეის ორმოცდაათი ელფერი“ 2015 წლის ამერიკული ეროტიკული დრამაა. სადაც მთავარი პერსონაჟის როლს სწორედ დაკოტა ჯონსონი ასრულებს. ფილმში ნაჩვენებია რთული ურთიერთობები, კოლეჯის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის ანასტასიას და ახალგაზრდა ბიზნესმენის კრისტიან გრეის შორის. ის არწმუნებს გოგონას დადოს მასთან კონტრაქტი, რომელიც მისცემს მას უფლებას ფაქტობრივად აკონტროლოს მთელი მისი ცხოვრება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕13 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით