მსოფლიო ტურის ფარგლებში, მილიონობით ადამიანისთვის საყვარელი და ლათინური პოპის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა რიკი მარტინი, 16 ივლისს საქართველოს ეწვევა და თავისი ყველაზე ენერგიული და პოპულარული ჰიტებით მსმენელების წინაშე წარდგება.
იგი მასშტაბურ პერფორმანსს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართავს.
ინფორმაცია კონცერტის შესახებ დასტურდება რიკი მარტინის ოფიციალურ ვებგვერდზეც.
მისი ცნობილი ჰიტებია: María, Livin’ la Vida Loca და She Bangs.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, ხოლო მათი ფასი 200, 300 და 1500 ლარს შორის მერყეობს.
რიკი მარტინი 30 წელზე მეტია რაც სცენაზე დგას.
კონცერტი რუსთავის ავტოდრომზე 19:00 საათზე დაიწყება.